ელექტრონული
რესურსის ინსტრუქცია
რესურსის გამოყენებისთანავე მოსწავლე ეცნობა
დავალების პირობას .მისი წაკითხვის შემდეგ იგი აწკაპებს “OK“-ს. ჩართვის თანავე მოსწავლე
იწყებს დავალების შესრულებას, მან მოცემული სურათები უნდა შეუსაბამოს მოცემულ სიტყვებს.
ელექტრონული რესურსის რეფლექსია
ჩემი
ელექტრონული რესურსის შექმნის მიზანს წარმოადგენდა მოსაზრება, რომ მოსწავლეებს საფუძვლიანად
გაეაზრებინად რა არსებითი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით
სწავლას მათ საგაკვეთილო პროცესებში, რამდენად საინტერესოა და სახალისო 21–ე საუკუნეში
მსგავსი ტიპის მიდგომების გამოყენება ყოველდღიურ სიტუაციებში.
რეფლექსია
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი საზოგადოების მოღვაწეობის ნებისმიერ
სფეროში, რადგან იგი როგორც XXI-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე შემოქმედებითობის
და ინოვაციური მიდგომების წინაპირობაა. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო
პროცესში კი ეფექტურად და ინტენსიურად უწყობს
ხელს ე.ს.გ-ით გათვალისწინებულ უნარ-ჩვევების
განვითარებას. ვფიქრობ რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგია არის გაკვეთილის მიზნის
მიღწევის ის დამხმარე საშუალება რომლის გამოყენებაც მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და ჩართულობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
დღევანდელობა წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტ სივრცის გარეშე.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით შევქმენი ელექტრონული სასწავლო რესურსი, რომლის გამოყენების
უპირველესი მიზანია მოსწავლეებში ინფორმაციის დახარისხების უნარ-ჩვევის განვითარება და ცოდნის განმტკიცება
სახალისო-საინტერესო აქტივობაზე დაფუძნებით.ეს რესურსი გათვლილია საბაზო საფეხურის
მოსწავლეებზე. ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში ისინი კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალიწინებული სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევ შედეგებში.
ეს შედეგებია.
როგორ
გამოვიყენე სასწავლო რესურსი საგაკვეთილო პროცესში:
ნასწავლი
ლექსიკური ერთეულების განმტკიცების მიზნით და
ელექტრონული რესურსის გამოყენებით მოსწავლეებს
გაუადვილდებათ ცოდნის გადმოცემა, შეძლებენ ინფორმაციის დახარისხებას.
ჩემს მიერ შექმნილი და გამოყენებული რესურსი
შესაბამისობაშია ესგ-ს მიზნებთან:
უცხ.ს.IV.27. მოსწავლეს შუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო
საქმიანობის ხელშესაწყობად.
უცხ.ს.IV.28. მოსწავლეს
შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
უცხ.ს.IV.29. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან,
მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.
ელექტრონული რესურსის გამოყენება მარტივად არის შესაძლებელი ელექტრონული ლინკის მეშვეობით რომელიც ავტომატურად გადაიყვანს მოსწავლეს
learningapps-ვებ–გვერდზე https://learningapps.org/display?v=p2q8aavhn19 და იქ განთავსებული ინსტრუქციის მიხედვით შეძლებს იოლად გაერკვეს ამ რესურსის
გამოყენების საკითხებში. რესურსი უკავშირდება ბუნებას, იგი კავშირშია გეოგრაფიასთანლები უნდა დაჯგუფონ
შესაბამის სურათებთან. შეუძლიათ ითანამშრომლონ ერთმანეთთან და საბოლოოდ მიაღწიონ სასურველ შედეგს, რათა მოსწავლეებს გაუადვილდეთ დასახული მიზნის მიღწევა. ამ რესურსის საშუალებით მასწავლებელს შეუძლია მთელი კლასი ჩართოს საგაკვეთილო პროცესში,სადაც მოსწავლეები თავისუფლად შეძლებენ ნასწავლი
ლექსიკური ერთეულების გამოყენებას შესაბამის კონტექსტში
რესურსით ჩატარებულმა გაკვეთილმა მოსწავლეებში ხელი შეუწყო ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას,როგორიცაა
● ლექსიკაზე მუშაობა
● ტრანსფერი გეოგრაფიასთან
● პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
● ტექნოლოგიის გამოყენება.
რესურსის გამოყენება შესაძლებელია მესამე ფაზეში (c ფაზა),როდესაც მასწავლებელი ახდენს მიღებული ცოდნის შემოწმებას და განმტკიცებას .მაგალითად შემაჯამებელი გაკვეთილითვის ან ნასწავლი საკითხის უკეთ განმტკიცებისთვის. ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ A ფაზაზე- წინარე ცოდნის გააქტიურებისა და „გამოწვევის“ მიზნით.
მისი გამოყენება შეიძლება:
როგორც საშინაო დავალების, ასევე საკლასო სამუშაოს ჩატარების დროს;
შესწავლილი მასალის განმტკიცების დროს; (c-ფაზა)
წინარე ცოდნის გააქტიურებისთვის. (A-ფაზა)
ელექტრონული რესურსის გამოყენება: ააქტიურებს მის წინარე ცოდნას,შესაძლებელია მასალის შესაბამისად სახალისოდ და ინტელექტუალურად გამოყენება, ამაღლებს მოტივაციას, იქმნება საინტერესო სასწავლო გარემო, ავითარებს ,როგორც დამოუკიდებელ,ასევე გუნდურ მუშაობის უნარ ჩვევებს (გამოყენების შესაბამისად), პედაგოგს შეუძლია,რომ სასწავლო პროცესი უფრო შედაგიანი გახადოს.
რესურსის გამოყენების შემდეგ ჩემი გამოცდილებიდან გამოვყოფდი რამოდენიმე ფაქტორს, რაც უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების დროს, რათა არ შეექმნას გარკვეული სახის პრობლემები.
მთავარია მასწავლებელმა ნათელი ინსტრუქცია მისცეს რესურსის გამოყენებაზე.როდესაც მოსწავლეები მუშაობენ უმჯობესია მასწავლებელი იყოს ფოკუსირებული წარმოქმნილ სირთულეებზე,რათა მათ დაძლევაში დაეხმაროს.(ვგულისხმობ ტექნიკურ სირთულეს);
შესაძლებელია მისი გამოყენება მოსწავლეთა სწავლების ნებისმიერ საფეხურზე მათი ასაკობრივი თავისებურებებისა და საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით.ე.წ შეჯიბრის პრინციპი კომპიუტერთან უფრო მეტად სახალისოს და საინტერესოს ხდის სწავლების პროცესს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდიან გამომდინარე ხაზგასასმელია ისიც, რომ
learningapps.org არის მრავალჯერადი და ასევე მრავალფუნქციური პროგრამა.
ამრიგად,თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესი არ არსებობს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისგან დამოუკიდებლად. მას კიდევ უფრო აქტიურად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, რადგან ელექტრონული რესურსის გამოყენებით გაკვეთილი არა მარტო საინტერესოდ და სახალისოდაც კი წარიმართა, არამედ ხელი შეუწყო მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების განვითარებას
2. ელექტრონული
რესურსის ინსტრუქცია
რესურსის გამოყენებისთანავე მოსწავლე ეცნობა
დავალების პირობას .მისი წაკითხვის შემდეგ იგი აწკაპებს “OK“-ს. ჩართვის თანავე მოსწავლე
იწყებს დავალების შესრულებას, მან მოცემულ დახურულ კითხვებს უნდა უპასუხოს.
ელექტრონული რესურსის რეფლექსია
როგორ გამოვიყენე სასწავლო რესურსი საგაკვეთილო
პროცესში: ნასწავლი ლექსიკური ერთეულების განმტკიცების მიზნით და ელექტრონული რესურსის გამოყენებით მოსწავლეებს გაუადვილდებათ ცოდნის გადმოცემა,
შეძლებენ ინფორმაციის დახარისხებას. ელექტრონული რესურსის გამოყენება მარტივად არის შესაძლებელი ელექტრონული ლინკის მეშვეობით რომელიც ავტომატურად გადაიყვანს მოსწავლეს
learningapps-ვებ–გვერდზე
და იქ განთავსებული ინსტრუქციის მიხედვით შეძლებს იოლად გაერკვეს ამ რესურსზე მუშაობას.
რესურსის გამოყენების მიზანია:
●შესწავლილი ლექსიკური მასალის
გამოყენება
●რესურის მიზანს წარმოადგენს
შემდეგი:
●ლექსიკაზე
მუშაობა
●ტრანსფერი
გეოგრაფიასთან
●პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
●ტექნოლოგიის გამოყენება.
ჩემს მიერ შექმნილი და გამოყენებული რესურსი
შესაბამისობაშია ესგ-ს მიზნებთან:
უცხ.ს.IV.6. მოსწავლეს
შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი
უცხ.ს.IV.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით,
ამოიცნოს ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.
ელექტრონული რესურსის გამოყენება: ააქტიურებს მის წინარე ცოდნას,შესაძლებელია მასალის შესაბამისად სახალისოდ და ინტელექტუალურად გამოყენება, ამაღლებს მოტივაციას, იქმნება საინტერესო სასწავლო გარემო, ავითარებს ,როგორც დამოუკიდებელ,ასევე გუნდურ მუშაობის უნარ ჩვევებს. (გამოყენების შესაბამისად), პედაგოგს შეუძლია,რომ სასწავლო პროცესი უფრო შედაგიანი გახადოს.რესურსი შესაძლოა
გამოყენებული იქნას გეოგრაფიასთან ინტეგრირებისას. შესაძლოა დაიგეგმოს გეოგრაფიასთან
ინტეგრირებული გაკვეთილი, ან პროექტი. შესაძლოა მისი მოდიფიცირება, ან ქართულად გადმოთარგმნა
და მისი გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე.აღნიშნულ რესურსზე მუშაობისას მოსწავლეები
მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი. მათ გამოავლინეს
შესწავლილი მასალის საფუძვლიანი ცოდნა.
აღნიშნულ რესურსზე მუშაობამ
და მის გამოყენებამ სასწავლო პროცესში, უფრო მრავალფეროვანი გახადა სასწავლო პროცესი.
მოსწავლეებმა თავად შეამოწმეს საკუთარი ცოდნა. გაიზრეს საკუთარი შეცდომები. იმუშავეს
ჯგუფებში და გაუზიარეს ცოდნა ერთმანეთს.
აღნიშნული რესურსის გამოყენებისას
რაიმე სახის დაბრკოლება არ შეგვქმნია. აღნიშნული რესურსის გამოყენებისას საჭიროა მასწავლებელმა
გაითვალისწინოს მოსწავლეთა წინარე ცოდნა,
აღნიშნულ რესურსზე მუშაობა ეფექტურია როცა მოსწავლეებს უკვე აქვთ ინფორმაცია ავსტრალიის
შესახებ.
მისი გამოყენება შეიძლება:
როგორც საშინაო დავალების, ასევე საკლასო სამუშაოს ჩატარების დროს;
შესწავლილი მასალის განმტკიცების დროს; (c-ფაზა)
წინარე ცოდნის გააქტიურებისთვის. (A-ფაზა)
3. ელექტრონული რესურსის ინსტრუქცია
რესურსის გამოყენებისთანავე მოსწავლე ეცნობა
დავალების პირობას .მისი წაკითხვის შემდეგ იგი აწკაპებს “OK“-ს. ჩართვის თანავე მოსწავლე
იწყებს დავალების შესრულებას, მან მოცემული სიტყვები უნდა დააჯგუფოს, რათა მიიღოს სიტყვათაშეთახმება.
ელექტრონული რესურსის რეფლექსია
რესურსის გამოყენების მიზანია: ინგლისური ენის
სახელმძღვანელოში და შესწავლილი ლექსიკური ერთეულებისა და სტრუქტურების გამოყენება.რესურსის
გამოყენების მიზანია ხელი შეუწყოს სასწავლო მიზნის მიღწევას, რომელიც გათვალისწინებიულია
ესეგ-ესა და სასწავლო პროგრამით. მოსწავლეები ასრულებენ დავალებას, რომელიც არის შესაბამისობის
დავალება. მოსწავლეები ერთმანეთს უკავშირებენ სიტყვებს და ადგენენ სიტყვათაშეთანხმებეს.რესურსის
გამოყენება შესაძლებელია წინარე ცოდნის გააქტიურებისას. გაკვეთილის პირველ ფაზაში შესწავლილი
მასალის გამეორების მიზნით.რესურსი შესაძლოა გამოყენებული იყოს მარავაჯერადად. იგი
შესაძლოა გამოყენებული იქნას IX და XI კლასშიც მოსწავლეთა
ცოდნის მიხედვით. იგი ხელს უწყობს სამიზნე ჯგუფის მრავალმხრივი უნარების განვითარებას.მაგალითად
ლოგიკური აზროვნება, თანამშრომლობითი უნარები. მოსწავლეები
აღნიშნულ დავალებასა
სრულებენ ჯგუფებში.
რესურსის შექმნა განაპირობა შემდეგმა მიზეზმა
მოსწავლეთა ცოდნის შეჯამება და შესწავლილი ლექსიკური ერთეულების გამეორება შეგვძლებოდა
მაქსიმალურად მცირე დროში. ასევე მიგვეღო ობიექტური
შედეგები მოსწავლეთა ცოდნის შესახებ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
ჩემს მიერ გამოყენებული სასწავლო რესურსი შეესაბამება
ესეგ-ეს მიზნებს.
უცხ.ს.VI.17. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას
იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.VI.13. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა
მიიღოს ინტერაქციაში მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.
უცხ.ს.VI.21. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარ-ჩვევებს
წარმატებული სწავლების ხელშესაწყობად და ენების ათვისების გასაადვილებლად.
აღნიშნული რესურსი შესაძლოა გამოყენებული იქნას,
როგორც საშინაო დავალების ასევე საკლასო მუშაობის დროს. იგი შესაძლოა გამოყენებული
იყოს მაგალიათად ინგლისური ენის სასწავლო ოლიმპიადების დროს. ვფიქრობ, საკამოდ ნოვაციური
და მნიშვნელოვანი დავალებაას მოიცვას ჩემს მიერ წარმოდგენილი რესურსი, აღსანიშნავია
ის ფაქტიც რომ მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს დავალება. მათთვის ერთგვარი გამოწვევა
აღმოჩნდა ახალი ტიპის დავალება. წარმოდგენილ რესურსზე მუშაობისას მოსწავლეები მაქსიმალურად
იყვნენ ჩართულნი.
აღნიშნული რესურსზე მოსწავლეებმა იმუშავეს კომპიუტერებით
აღჭურვილ ოთახში და დავალება შეასრულეს ყოველგვარი ტექნიკური შეფერხების გარეშე.
აღნიშნული რესურსის შექმნის პროცესი იყო ჩემი
პედაგოგიური პრაქტიკის კიდევ უფრო გაუმჯობესება და შემოქმედებითი გამოწვევა.
აღნიშნული რესურსის სხვა მასწავლებლემის მიერ
ეფექტურად გამოყენებისათვის აუცილებელია, მოსწავლეები შესაბამისად ფლობდნენ აქ წარმოდგენილ
ლექსიკურ მასალას. მოსწავლეები ფლობდნენ საბაზისო,
ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარებს.





ელექტრონული რესურსების გამოყენება ყველაზე მეთად ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას.
ReplyDelete